თბილისში პოლიციელის დაჭრის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში პოლიციელის დაჭრასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყნეთის პოლიციის თანამშრომელს საკუთარ სახლთან გვიან ღამით ესროლეს.

მსგავსი თემები