თურქეთში პოლიციას “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლეს

თურქეთში, ქალაქ სტამბულში, პოლიციის მანქანას “მოლოტოვის კოქტეილი” და ხელნაკეთი ასაფეთქებელი საშუალება ესროლეს.  სამართალდამცავების ინფორმაციით, არასანქცირებული შეკრების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, ადგილზე მივიდნენ და მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდეს.

პოლიციის მოწოდების საპასუხოდ, ამოუცნობმა ადამიანებმა მათი მიმართულებით “მოლოტოვის კოქტეილი” და ხელნაკეთი ასაფეთქებელი საშუალება ისროლეს და ადგილიდან მიიმალნენ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

მსგავსი თემები