უკრაინის სამ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია

უკრაინის სამ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია. უკრაინის უმსხვილესმა ენერგოპროვაიდერმა კომპანიამ, DTEK-მა დილით თავის ტელეგრამარხზე განაცხადა, რომ ელექტროენერგია გათიშულია კიევში, ასევე დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში.

აღნიშნულის მიზეზად გასულ ღამეს რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიში სახელდება.

„კიდევ ერთი მასიური თავდასხმა ჩვენს ენერგოსისტემაზე“-  ამბობს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, გერმან გალუშენკო.

მსგავსი თემები