შვედეთში, ერთ-ერთი ავტოკომპანიის ფარეხში ირემი შევიდა და BMW-ს მარკის სამი ავტომობილი დააზიანა, რის შემდეგაც ტყეში გაიქცა.
ცხოველმა კომპანიას, დაახლოებით, 20 000 დოლარის ზარალი მიაყენა. შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები კომპანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.