თბილისში პოლიციელი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველს საკუთარ სახლთან ესროლეს. ის ახლა კლინიკაშია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„გავიგე სროლის ხმა, გავედი, „რა ხდება“-მეთქი და რა ხდება და შაკო დაჭრესო. ჩემი მაზლის შილიშვილია ეს ბიჭი. შაკო დაჭრესო და წაიყვანა სასწრაფომ. რატომ მოხდა, არავინ იცის“ – ამბობს ნათესავი.