“რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიას 120-მდე რაკეტით და 90 დრონით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 140 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე წერს.
„მასიური კომბინირებული დარტყმა უკრაინის ყველა რეგიონზე. გუშინ ღამის და დილის განმავლობაში რუსმა ტერორისტებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის დრონები, ფრთოსანი, ბალისტიკური და აერობალისტიკური რაკეტები: „ცირკონები“, „ისკანდერები“, „კინჟალები“- წერს ზელენსკი.
მისი ინფორმაციით, რუსების სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.