მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ რამდენიმე, მათგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. შემთხვევა პარასკევს დილით მოხდა.

ცეცხლი მოხუცთა თავშესაფარში გაჩნდა,სადაც დემენციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს მკურნალობდნენ. იქ სულ 82 ადამიანი ცხოვრობდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

მსგავსი თემები