“ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებების დრო ჯერ არ დამდგარა”- გერმანიის ელჩი

რუსეთში გერმანიის ელჩი, ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებების დრო ჯერ არ დამდგარა. ელჩის ინტერვიუს „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

”ახლა რუსეთი ყოველდღე ბომბავს უკრაინას, ასე რომ, ჩვენ, სამწუხაროდ, ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, სადაც ამის განხილვა შეგვიძლია” – აღნიშნა ლამბსდორფმა.

თუმცა, მისი თქმით, ცხადია, რომ ევროპა ითამაშებს გარკვეულ როლს მშვიდობიანი გადაწყვეტის პოვნაში, რადგან ეს ასევე ეხება უსაფრთხოებას ევროპაში, გერმანიაში.

“ეს არის ომი ევროპაში და ევროპა მიიღებს მონაწილეობას მის დასრულებაში და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას” – აღნიშნა ლამბსდორფმა.

მსგავსი თემები