ხმაური იყო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად ღამე გაათენეს. როგორც ერთ-ერთი ახალგაზრდა ამბობს, მათ შენობაში სხვა სტუდენტების შემოშვება სურდათ, რაზეც დაცვის თანმაშრომლებმა მათ წინააღმდეგობა გაუწია.
„დაკეტილი აქვთ უნივერსიტეტის კარები. ცოცხალი ჯაჭვი გავაკეთეთ, რომ სტუდენტები შემოგვეშვა და ნახეთ რას აკეთებს დაცვა“- ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.