ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ კატეგორიულად უარყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში თეირანის წარმომადგენელსა და ამერიკელ მილიარდერ ილონ მასკის შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
”ეს იყო ამერიკული მედიის მიერ შეთითხნილი ამბავი. ჩემი აზრით, ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ყალბი ამბავი ილონ მასკისა და ირანის წარმომადგენლის შეხვედრის შესახებ ნიადაგის მოსინჯვაა, არსებობს თუ არა საფუძველი ასეთი ნაბიჯისთვის” – განაცხადა არაღჩიმ.
მისი მტკიცებით, კიდევ ელოდებიან აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან სიცხადეს მის პოლიტიკასთან დაკავშირებით და საკუთარ პოლიტიკას სწორედ ამას შეუსაბამებენ.
„ამჟამად, ასეთი შეხვედრების არც დროა და არც მიზანშეწონილია. ჩვენი ბირთვული გზა მომავალ წელს იქნება მგრძნობიარე და რთული და ჩვენ მზად ვართ კონფრონტაციისთვის ან თანამშრომლობისთვის”, – განაცხადა არაღჩიმ.
შეგახსენებთ, New York Times-მა ორი დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილონ მასკი, ირანსა და აშშ-ის შორის დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, გაერო-ში ირანის ელჩს, ამირ საიდ ირავანის შეხვდა.