თიანეთში, სოფელ ახალსოფელში, ქმარმა ცოლის დაწვა სცადა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა. ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.