ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსული „გაზპრომის“ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა ავსტრიას გაზმომარაგება შეუწყვიტა.
„პუტინი ისევ იყენებს ენერგიას იარაღად. ის ცდილობს ევროპის და ავსტრიის დაშანტაჟებას გაზის მიწოდების შეწყვეტით. ჩვენ ამისთვის და ზამთრისთვის მზად ვართ. ბუნებრივი აირის მარაგები შევსებულია“- აცხადებს ფონ დერ ლაიენი.
ავსტრიამ განაცხადა, რომ მოსკოვისგან შეტყობინება მიიღეს გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ.