“ჩეხეთში მოსაგებად უნდა წავიდეთ”- გიორგი მიქაუტაძე

ერთა ლიგის B1 ჯგუფში უკრაინასთან ფრედ (1:1) დასრულდა. გოლი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა , გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

„ბათუმში მაგარი ატმოსფერო იყო. მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს. სულ ვცდილობთ, რომ ყველა თამაში მოვიგოთ. დღეს შეცვლაზე შემოვედი და მინდოდა, 100 პროცენტით მეთამაშა და ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩემს გუნდს ბოლომდე დავხმარებოდი. ეს ერთი გოლით შევძელი. ჩეხეთში დარჩენილ შეხვედრას რაც შეეხება, უნდა წავიდეთ მოსაგებად და საქართველოში სამი ქულით ჩამოვიდეთ“-  ამბობს გიორგი მიქაუტაძე.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფის ბოლო შეხვედრას 19 ნოემბერს გასვლაზე ჩეხეთთან გამართავს. მატჩი ოლომოუცში თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი თემები