დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე, დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან თავად მოჰყვებიან, რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე.
გარდა ამისა, ხვალ სტუდენტები რამდენიმე ადგილიდან მსვლელობით დაიძვრებიან რუსთაველის გამზირისკენ და შეუერთდებიან პარლამენტთან დაგეგმილ აქციას.