“თუ ავადმყოფები არიან, ღმერთმა უშველოს” – გია კორკოტაშვილი

“რა ცოდვითაც დადიან, თუ სინანულში არიან, მივიდნენ ეკლესიაში, თუ პროპაგანდას გაუწევენ ამ თემატიკას, არავითარ შემთხვევაში, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ეკლესია, ღირსეული ადამიანები, ამას არ დავუშვებთ,” – აღნიშნული განცხადება, “ქართული მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა გია კორკოტაშვილმა, საქართველოს პარლამენტის წინ, „ეროვნულების“ აქციის მიმდინარეობისას, “მედიაცენტრ მთავართან” გააკეთა.

მისი თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი, მტრულად არ არის განწყობილი ლგბტ ადამიანების მიმართ და მხოლოდ მათ მიერ პროპაგანდას გმობენ.

“თუ ავადმყოფები არიან, ღმერთმა უშველოს. მეტი წილი საზოგადოების, ვინც აქ არის შეკრებილი და ნორმალური მოაზროვნეა, არაფერს ვუშავებთ ამ ადამიანებს. როგორც უნდათ ისე იცხოვრონ. თავისი წესი აირჩიეს ცხოვრების? აირჩიონ და ღმერთმა ხელი მოუმართოს. თუმცაღა, ღმერთი როგორ მოუმართავს ხელს სოდომ-გომორს,” – განაცხადა გია კორკოტაშვილმა.

მსგავსი თემები