ნიგერიელმა კაცმა, 31 წლის ფოლა დევიდ-ტოლარამმა შექმნა ნახატი სახელწოდებით ,,მრავალფეროვნების ერთიანობა” და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ნამუშევრის ფართობი 1,300 კვადრატულ მეტრს აჭარბებს.
წყალგაუმტარი მარკერებით შესრულებულ ნახატზე გამოსახულია ნიგერიის საზღვრების კონტურები, რომელშიც მოქცეულია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის კულტურული იკონოგრაფია.
,,ნიგერია მულტიკულტურული ერია. მინდოდა, შემექმნა ისეთი რამ, რაც ამას ასახავდა. ვიდრე ამ ნახატზე მუშაობას დავიწყებდი, ვიმოგზაურე ჩემს ქვეყანაში, რათა პირადად გაცნობოდი ამ განსხვავებულ კულტურებს და სწორედ ეს გამოცდილება მივიტანე სტადიონზე, ამ ნახატის შექმნისას”, – აცხადებს რეკორდის ავტორი.