გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო საქართველოს რკინიგზა 16 და 17 ნოემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
„ძვირფასო მგზავრებო! გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 და 17 ნოემბერს თბილისი-ბათუმი- თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით: სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
16 ნოემბერს თბილისიდან – 17 ნოემბერს ბათუმიდან
თბილისი – ბათუმი
გასვლა: 12 : 50
ჩასვლა: 18 : 05
ბათუმი – თბილისი
გასვლა: 00 : 30
ჩასვლა: 05 : 55