ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი პერუს დედაქალაქ ლიმაში ჩავიდა. ეს არის ის ძინპინის სახელმწიფო ვიზიტი, სადაც ის მონაწილეობას მიიღებს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ლიდერების 31-ე არაფორმალურ შეხვედრაზე.
პერუში გამგზავრებამდე სი ძინპინმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩინეთი 10 წელია პერუს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და უდიდესი საექსპორტო ბაზარია. გასულ წელს პერუს ექსპორტმა ჩინეთში მისი მთლიანი ექსპორტის 36 პროცენტი შეადგინა და ეს თანამშრომლობა კიდევ უნდა გაძლიერდეს.
„ჩვენი ხალხის ფსიქოლოგია უფრო აზიურია, ვიდრე დასავლური“ – სი ძინპინი პერუში