,,თბილისის მერი ცდება, ჩვენ ვერ ვუწოდებთ ამ არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს” – ლუაზო

,,ჩვენ ვერ ვუწოდებთ ამ არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს. ეს ფაქტია და არა მოსაზრება”, – ამის შესახებ საფრანგეთის ევროპის საქმეთა ყოფილი მინისტრი, ამჟამად ევროდეპუტატი ნატალი ლუაზო X-ზე წერს.

,,თბილისის მერი ცდება: ჩვენ არცერთ გუნდს არ ვუჭერდით მხარს. საქართველოს ხელისუფლებამ მიგვიწვია არჩევნებზე დასაკვირვებლად. თაღლითობის მოწმენი გავხდით. ჩვენ ვერ ვუწოდებთ ამ არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს. ეს ფაქტია და არა მოსაზრება”, – წერს ლუაზო.

იქამდე, კახა კალაძემ განაცხადა: ,,ვერ გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელსაც მხარს უჭერდა რამდენიმე ევროპარლამენტარი, ე.ი. არჩევნები ცუდად ჩატარდა”.

მსგავსი თემები