“ჩვენი მიზანია ჩაშლა” – “მარშელები”

“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, თუ “ღირსების მარში” ჩატარდება, ის მშვიდობიანი ფორმით ჩაიშლება. ეს განცხადება ბრეგაძემ თავისუფლების მოედანზე, იქ, სადაც ორგანიზაციის წევრები იკრიბებიან, “მედიაცენტრ მთავართან” გააკეთა.

დღევანდელი ჩვენი გეგმაა “გეი აღლუმის” ჩაშლა. ჩვენ ვაპირებთ ამ ღონისძიების მშვიდობიანად ჩაშლას, თუ ისინი ამას გაბედავენ და გამართავენ აღლუმს. ჯერჯერობით, ველოდებით ინფორმაციას. როგორც კი ეს ინფორმაცია გვექნება, შესაბამისად განვახორციელებთ ქმედებებს, ვიმეორებ, მშვიდობიან ქმედებებს”.

მსგავსი თემები