როგორი ამინდი იქნება 15 ნოემბერს საქართველოში

15 ნოემბერს, პარასკევს საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და ზოგან წვიმაა მოსალოდნელი.

meteo.gov.ge-ის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, მაღალ მთაში თოვლ-ჭყაპი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +16, +21°; მთაში +13, +18°; მაღალ მთაში +9 +14°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა, მაღალ მთაში თოვლ-ჭყაპი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +12, +17°; მთაში +9, +14°; მაღალ მთაში +6, +11°.

მსგავსი თემები