“ვგეგმავთ, რა თქმა უნდა, გამარჯვებებს”- გველესიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ბათუმი არენაზე გამართავს. 19 ნოემბერს კი, ჩვენი გუნდი ოლომოუცში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

“ვემზადებით სრულფასოვნად, წინა შეკრებაზე ძალიან დასანანი ორი მარცხი ვიწვნიეთ და სიტუაცია აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. ვგეგმავთ, რა თქმა უნდა, გამარჯვებებს. ბათუმში, ამ ახალ სტადიონზე არასოდეს გვითამაშია, რა თქმა უნდა, იქაც განსაკუთრებული გულშემატკივარი გვყავს და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ატმოსფერო დაგვხვდება, ჩვენც არ დავაკლებთ, იმედია ავიღებთ 3 ქულას”- აცხადებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გველესიანი.

მსგავსი თემები