“სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა შემაშფოთებელია გერმანიისთვის”- პიტერ ფიშერი

“სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა შემაშფოთებელია გერმანიისთვის და საქართველოში ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია”- ამის შესახებ გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი X-ის პირად გვერდზე წერს.

გარდა ამისა, ელჩი ამბობს, რომ ეამაყება თავდაცვის ძალების შესაძლებლობების მიმართ გერმანიის მხარდაჭერა.

“აღვნიშნავთ ბუდესვერის [გერმანიის შეიარაღებული ძალები] დაარსების დღეს საპატიო სტუმართან, თავდაცვის ხელმძღვანელი მოადგილესთან, ბრიგადირ-გენერალ ჭიჭინაძესთან.

მეამაყება გერმანია-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გერმანიის მხარდაჭერა. სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა შემაშფოთებელია გერმანიისთვის და საქართველოში ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია” – წერს ფიშერი.

 

მსგავსი თემები