“არანაირ მედიაციაზე არ არის საუბარი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, შარლ მიშელი 2 არ იქნება” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ხოშტარიამ, პარტიის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პარტნიორებმაც და ოპოზიციამაც გაიგეს, რომ „ქართული ოცნების“ სიტყვას ფასი არ აქვს.
„ჩვენც და ჩვენმა პარტნიორებმაც მივიღეთ გამოცდილება, რას ნიშნავს მედიატორობა „ქართულ ოცნებასთან“. შარლ მიშელმა გაიგო, რომ უბრალოდ სიტყვას ფასი არ აქვს და პირიქით, პროპაგანდისტულად გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენც ყველამ ვნახეთ, რომ შეთანხმება უბრალოდ ფიზიკურად განადგურდა, გამოვიდნენ და თქვეს, რომ აღარ არსებობს. ასეთი ტიპის ხალხთან მედიაცია არ არის საჭირო“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.