უკრაინას დამატებითი 4 მილიარდ ევროს გადასცემენ

ევროკომისიამ უკრაინისთვის დამატებითი 4 მილიარდი ევროს გადაცემა გაამტკიცა. ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრესსამსახური და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.

აღინიშნება, რომ 4.1 მილიარდი ევრო კიევს Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში გადაეცემა და ქვეყნის მაკროფინანსურ სტაბილურობასა და საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირებას დაეხმარება.

“ევროკომისიის მიერ უკრაინის 4.1 მილიარდი ევროს დაფინანსების მოთხოვნის პოზიტიური შეფასება კიდევ ერთი დასტურია უკრაინისადმი ევროპის მტკიცე ერთგულებისა, და ქვეყნის მიერ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაში, რათა წინ წაიწიოს ევროკავშირის გზაზე, როდესაც სასტიკ ომში იბრძვის” – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

 

 

მსგავსი თემები