სირიის დედაქალაქ დამასკოზე ისრაელის ავიაიერიშს 15 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, დედაქალაქის ორი უბნის: მაზეს და ქუდსაიას დაბომბვის შედეგად კიდევ 16-მა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.
პარალელურად, ისრაელის მედია ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედრო თვითმფრინავების სამიზნე დაჯგუფება „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ შენობები და სამეთაურო ცენტრები იყო.