ილონ მასკის შვილი ტრამპის გამარჯვების შემდეგ ამერიკას ტოვებს

ილონ მასკის ტრანსგენდერმა შვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ამერიკას დატოვებს.

20 წლის ვივიენ ჯენა უილსონმა მამასთან ურთიერთობა 2022 წელს გაწყვიტა,როდესაც სქესისა და სახელის შეცვლა გადაწყვიტა. ამის ფონზე, ის იმედოვნებდა, რომ გაწყვეტდა ყველანაირ კავშირს ბიოლოგიურ მამასთან.

ახლა მას სურს შეერთებულ შტატებთან კავშირის გაწყვეტა ტრამპის ხელახალი არჩევის შემდეგ. ილონ მასკი დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას და მისი აშკარა მხარდამჭერი იყო.

„ამაზე დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, გუშინ კი საბოლოოდ დადასტურდა. მე ვერ ვხედავ ჩემს მომავალს აშშ-ში. მაშინაც კი,თუ ის თანამდებობაზე მხოლოდ 4 წლის განმავლობაში იქნება, მაშინაც კი, თუ ანტი-ტრანს რეგულაციები ჯადოსნური სიჩქარით არ დაწესდება, ხალხი, ვინც ამ ყველაფერს ნებაყოფლობით მისცა ხმა, მალე ვეღარსად წავლენ”, —დაწერა უილსონმა Threads-ზე ტრამპის გამარჯვების შემდეგ.

უილსონი ერთ-ერთია იმ ექვსი შვილიდან, რომელიც მასკ თავის პირველ მეუღლესთან, ჯასტინ უილსონთან შეეძინა. ცნობილია, რომ ილონ მასკმა ქალიშვილთან ურთიერთობის გაუცხოებაში “ნეომარქსისტები” დაადანაშაულა.

„ის სოციალიზმს გასცდა და კომუნისტად ჩამოყალიბდა, რომელიც თვლის, რომ ნებისმიერი მდიდარი ბოროტია”, – აცხადებს მასკი, რომლის ქონება $285,6 მილიარდად არის შეფასებული.

მსგავსი თემები