,,ვერ წარმომიდგენია, რომ დონალდ ტრამპი რუსეთს უკრაინის განადგურების საშუალებას მისცემს” – ანჯეი დუდა

,,ვერ წარმომიდგენია, რომ ტრამპი რუსეთს უკრაინის განადგურების საშუალებას მისცემს, ის პატივს სცემს აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფულს”, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წარმატებული ადამიანია. რა თქმა უნდა, ის დაბადებულია მებრძოლად, უყვარს ბრძოლა და უპირველეს ყოვლისა, არ უყვარს წაგება – ის არის გამარჯვებული, რაც ასევე აჩვენა ამერიკის ბოლო არჩევნებმა. ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პატივს სცემს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულს. არაერთხელ უთქვამს, არაერთხელ გაუსვამს ამისთვის ხაზი.

ამას თუ გავითვალისწინებთ, თუ გავითვალისწინებთ, რამხელა ინვესტიცია ჩადო უკვე შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დასახმარებლად, რამდენად დიდი თანხები გადაირიცხა სხვადასხვა სახის სამხედრო აღჭურვილობით, ფინანსური დახმარებით, რათა უკრაინა გადარჩეს და დაიცვას თავი, მაშინ ჩემი დასკვნები ნათელია – ვერ წარმომიდგენია, რომ დონალდ ტრამპი მისცემს საშუალებას რუსეთს, გაანადგუროს უკრაინა“, – განაცხადა დუდამ.

მსგავსი თემები