ახალგაზრდა ქალს, შორენა ონიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
„გთხოვთ, დაგვეხმაროთ მეგობრებო, ვინც თბილისში იმყოფებით. მეგობარს სჭირდება სისხლის გადასხმა. რეზუსს არ აქვს მნიშვნელობა. ვისაც შეგიძლიათ დახმარება, მიდით თბილისში, იაშვილის კლინიკაში და ჩააბარეთ სისხლი შორენა ონიანის სახელზე (შორენა იმყოფება ღუდუშაურის კლინიკაში). გთხოვთ, ჩვილ ტყუპებს გადაურჩინეთ დედა. ნუ გავწირავთ ახალგაზრდა გოგოს და მივცეთ შანსი დედობის“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.