,,უკრაინა ბირთვული იარაღის შექმნას არ აპირებს” – უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გიორგი ტიხიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინა ბირთვული იარაღის შექმნას არ აპირებს.

„უკრაინა ემხრობა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას. ჩვენ არ გვაქვს, არ ვმუშაობთ და არც ვაპირებთ შევქმნათ ბირთვული იარაღი. უკრაინა მჭიდროდ თანამშრომლობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და სრულად გამჭვირვალეა, რაც ბირთვული მასალების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებას გამორიცხავს“, – დაწერა ტიხიმ.

ცნობისთვის, ბრიტანულმა გაზეთმა The Times-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ, შესაძლოა, საკუთარი ბირთვული ბომბი შექმნას, თუ აშშ მას სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე უარს ეტყვის.

მსგავსი თემები