დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელებთან ერთად, წარმომადგენელთა პალატაში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება იზეიმა

დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელებთან ერთად, წარმომადგენელთა პალატაში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება იზეიმა. ცნობილია, რომ არჩეულმა პრეზიდენტმა სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნად, ფლორიდის სენატორი მარკო რუბიო წარადგინა. ამერიკის პირველი დიპლომატის პოსტზე მისი კანდიდატურა, ახალმა კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.

კიდევ ერთ საკვანძო პოსტს მეთ გეთსი დაიკავებს. ფლორიდის შტატის წარმომადგენელი კონგრესმენი ამერიკის გენერალური პროკურორი იქნება.

დონალდ ტრამპის 12 ნოემბრის განცხადებით, ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი მის ადმინისტრაციაში ახალი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს უხელმძღვანელებენ.

მსგავსი თემები