თურქეთში, ქალაქ კონიაში, ნაგვის ურნაში ახალშობილი იპოვეს. თურქული მედიის ინფორმაციით, ჩვილი გადაარჩინეს და ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.
ახალშობილი, დილით, ნაგვის გადასაყრელად გასულმა ადგილობრივმა იპოვა და შესაბამის სამსახურებს შეატყობინა. გოგონა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის დაბადებულია.