,,პროკურატურამ დააყადაღა საარჩევნო აღჭურვილობა” – გიორგი გახარია

როგორც პარტია ,,გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, იმის ნაცვლად რომ ცესკოს მხრიდან მომხდარიყო საარჩევნო სიების გასაჯაროება, პროკურატურამ გამოძიების ფარგლებში დააყადაღა საარჩევნო აღჭურვილობა, რომელშიც ამომრჩეველთა სიები ინახებოდა.

,,ჩვენ თავიდან მივმართეთ ,,ოცნებას”, რომ გაესაჯაროებინა იმ ამომრჩევლების სიები, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, იმის მითითებით, თუ რომელი უბანზე მიიღეს მათ არჩევნებში მონაწილეობა. რა თქმა უნდა ,,ცესკომ” ამაზე რეაგირება არ მოახდინა.

ამის შემდგომ მივმართეთ სასამართლოს, რათა სასამართლოს დაეცვა ის აღჭურვილობა, რომელზეც ეს ინფორმაცია ინახებოდა. მივმართეთ სასამართლოს თხოვნით, რომ გადაუდებლად დაეცვა ეს აღჭურვილობა.

სამწუხაროდ, სასამართლოზე გამოცხადდნენ ცესკოს წარმომადგენლები, რომლებმაც თქვეს, რომ პროკურატურამ თურმე აღძრა სისხლის სამართლის საქმე, დაიწყო გამოძიება და ამ გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ დააყადაღა ეს აღჭურვილობა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები