,,ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს იმ ქვეყნისა, რომელსაც აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი”, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის შინასმა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლის დროს, საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
,,26 ოქტომბრის არჩევნები გაისვარა სერიოზული დარღვევებით. ეს არ შეესაბამება იმ ქვეყნის სტანდარტებს, რომელსაც EU-ს კანდიდატის სტატუსი აქვს. საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია – ეს ზომები დარჩება მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეცვლის თავის კურსს.
26 ოქტომბერს 2 მილიონზე მეტმა ქართველმა მისცა ხმა ახალი პარლამენტის არჩევას. ეს არჩევნები გაისვარა სერიოზული დარღვევებით – დარღვევები დაფიქსირდა როგორც ხმის მიცემის დროს, ასევე მანამდე.
ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს იმ ქვეყნისა, რომელსაც აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი”, – განაცხადა შანისმა.