ესპანეთის მთელ ტერიტორიაზე განგაშია გამოცხადებული. ქვეყანაში კვლავ ქარიშხალსა და წყალდიდობას ელოდებიან. მთავრობა მოსალოდნელი სტიქიის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას ცდილობს. ვალენსიაში, წყალდიდობის შემდეგ მიყენებული ზიანის აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, სტიქიისთვის ემზადებიან.
სტიქიით დაზარალებულ რაიონებში, შლამით გავსებული სისტემების გაწმენდა ცდილობენ, რათა, მოსალოდნელი წვიმის დროს, წყალმა და ღვარცოფულმა ნაკადმა ტერიტორია ხელახლა არ დატბოროს.
გასულ თვეს, წყალდიდობას ესპანეთში 300-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხელისუფლებამ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 31 მილიარდი ევრო გამოყო.