რუსეთში 23 წლის ცნობილი ბლოგერი სტეპან მორკოვი tik-tok-ისთვის ახალი ვიდეოს გადაღების დროს დაიღუპა. ახალგაზრდა მამაკაცი თავის გამომწერებისთვის ახალი ვიდეოს გადაღებას ცდილობდა, სადაც ავტომობილის მონაწილეობით, საშიში ილეთი უნდა შეესრულებინა.
“ტიკტოკერმა” ილეთის წარმატებით შესრულება ვერ შეძლო, რის გამოც ის ჰაერში რამდენჯერმე გადატრიალდა და ასფალტს დაენარცხა, რის გამოც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები მიიღო და ადგილზე დაიღუპა.