რუსეთის გენერალური პროკურატურა უკრაინის მხარეს მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ საქმეებს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. კერძოდ, მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქეების – ლადო გამსახურდიისა და ქართლოს რუსიტაშვილის – წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ე.წ. “პროკურატურა” განიხილავს.
რუსეთის გენპროკურატურა ქართველ მებრძოლებს “დაქირავებულ მებრძოლებად” მოიხსენიებს.
ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ე.წ. “უმაღლეს სასამართლოს” გადაეცა.