სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემების შტაბის უფროსი ააფეთქეს

ოკუპირებულ სევასტოპოლში საკუთარ ავტომობილში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემების შტაბის უფროსი ვალერი ტრანკოვსკი ააფეთქეს. ინფრმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

წინასწარი ვერსიით, ავტომობილზე დამონტაჟებული იყო ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც დისტანციურად იმართებოდა.

მედია წერს, რომ სწორედ ის გასცემდა უკრაინის ქალაქების დაბომბვის ბრძანებას და ის ხელმძღვანელობდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებიდან უკრაინის სამოქალაქო და ენერგო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიშებს.

მსგავსი თემები