თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა მიმდინარეობს

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა მიმდინარეობს. მათ უფლებამოსილების გადაბარება უნდა განიხილონ. ბაიდენმა არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა და განუცხადა, რომ ის ელოდება იანვარში ძალაუფლების შეუფერხებელ გადაბარებას.

„პოლიტიკა მკაცრია და, ხშირ შემთხვევაში, ეს არ არის ძალიან კარგი მსოფლიო, თუმცა დღეს კარგი მსოფლიოა და მე ამას ძლიერ ვაფასებ“, – თქვა თავის მხრივ ტრამპმა.

ეს დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის პირველი პირისპირ შეხვედრაა ივნისში გამართული საპრეზიდენტო ტელედებატების შემდეგ.

 

მსგავსი თემები