,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც დეკანოიძემ მედიასთან განაცხადა, ის პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისცემს.
„პროტესტის მიმდინარეობისას მომწერა პროკურატურამ. მე არ ვაპირებ პროკურატურაში მისვლას. არასდროს მივსულვარ. ჩემი პასუხები საზოგადოებას ექნება მოსამართლესთან და ალბათ დამატებით თარიღს შემატყობინებენ. ზოგადად, სასაცილოა, როდესაც გაყალბების დამდასტურებელი ამდენი მასალა არსებობს და ოპოზიციონერ ლიდერებს იბარებენ პროკურატურაში. ამიტომ ეს ჩემთვის განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს,“ – განაცხადა დეკანოიძემ.