ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერ წევრებს შორის აუდიენცია დასრულდა.
შეხვედრიდან გამოსულმა ,,ძლიერი საქართველოს” წევრმა, გიორგი სიორიძემ მედიასთან განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს გიორგი კალანდარიშვილის უწყება შიგნიდან.
,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ანა კობახიძის თქმით, ქვეყნის მთავარსარდალთან იმის შესახებ იმსჯელეს, თუ როგორ მუშაობენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები ადმინისტრაციაში.