საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა იტალიაში, ქალაქ პიზაში მიმდინარე 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე დამაჯერებლად გაიმარჯვა. საქართველოს წარმომადგენლები ქვეყანაში ორი მედლით დაბრუნდნენ.

ასპარეზობის პირველივე დღეს, რაპირით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ნახევარფინალში ბელარუსი მოწინააღმდეგე ალესია ილმინსკაია 15:7 დაამარცხა, ფინალურ შეხვედრაში უკრაინელ ნადია დოლოჰს მოუგო ანგარიშით 15:13 და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

მსგავსი თემები