საქალაქო სასამართლოში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საარჩევნო სარჩელების განხილვის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომაზე ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, ,,ძლიერი საქართველოსთვის” და ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გაერთიანებული სარჩელები განიხილება.

მოსამართლე ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ არჩევნების გაყალბებაში თანამონაწილეობაში დაადანაშაულა, ვინაიდან მან არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

,,მოსამართლედ წოდებული ივერი აბაშიძე არის გაყალბების სპეცოპერაციის თანამონაწილე დღეს, რომელიც უარს აცხადებს ყველა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ექსპერიმენტი ითვალისწინებდა ყველა მასალის გამოთხოვას იქნებ ეს ბიულეტენი, მარკერი, ვერიფიკაციის აპარატი, თუ ხმის მიცემის აპარატი, სადაც რიგითი ამომრჩეველი წარდგებოდა სასამართლოს წინაშე და რომ რეალურად, ელექტრონული ხმის მიცემის დროს დარღვეული იყო ფარულობის პრინციპი, რაც ასევე ავტომატურად ნიშნავს თავისუფალი ნების გამოხატვის პრინციპის დარღვევას. ორივე არის კონსტიტუციური პრინციპი და შესაბამისად არის საფუძველი არჩევნების გაუქმების,” – განაცხადა ბოკუჩავამ სასამართლო პროცესის დატოვების შემდეგ.

მსგავსი თემები