ცესკოს ოპოზიციონერი წევრები პრეზიდენტთან შეხვედრას მართავენ

ორბელიანების სასახლეში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ცესკოს ოპოზიციონერმა წევრებმა განუცხადეს, პრეზიდენტს იმ ინფორმაციას მიაწვდიან, რომელიც დარღვევებს და არასამართლიან გადაწყვეტილებების ეხება, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასაარჩევნო პერიოდში მიიღო, რამაც მათი მტკიცებით, „არჩევნების გაყალბება და მიტაცება გამოიწვია“.

ცესკოში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის განმარტებით, ახლა პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ აუცილებელია, რომ ის ინფორმირებული იყოს ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან.

მსგავსი თემები