თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. როგორც ირკვევა, დაღუპულები არიან 23 წლის ლაშა მინდელი და 26 წლის ელენე ძინძიბაძე.
ახალგაზრდების ცხედრები პოლიციამ ნაქირავებ ბინაში მას შემდეგ იპოვა, რაც ლაშა მეგობრის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რა გახდა ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს.
გარდაცვლილებს მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან:
„ჩვენო თბილო და კეთილო ბიჭო, გული გაგვიგლიჯე… ყველას ძალიან დაგვაკლდები“;
„როგორ დამწყვიტე გული ელე”;
,,ჩემო პატარა, არ მჯერა, რომ შენ ღიმილიან სახეს ვეღარ ვნახავ ყოველ დილას“, – წერენ კომენტარებში.