ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიმდინარე მსვლელობისას, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლაა მოხდა. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველება არ მისცეს.
მსვლელობისას აქციის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. მონაწილეებს შორის იყვნენ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსები.
,,ქალებს გადაგვიარეს, გადაგვჯეგეს”, – ამბობენ ადგილზე მყოფი ქალი ოპოზიციონერები.
მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად, მსვლელობას საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვებოდა. მსვლელობის დაწყებამდე გაჟღერდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი.