,,მარკერები ცესკოს Smartmatic-მა მოაწოდა, ინფორმაცია მარკერების შეცვლის შესახებ სიცრუეა” – ცესკო

თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომ ცესკომ არჩევნებზე ,,სმარტმატიკის” მარკერები არ გამოუყენებია, ცენტრალური საარცევნო კომისია სოციალურ ქსელში პასუხობს და წერს, რომ ინფორმაციას სიმართლეს არ შეესაბამებს.

,,საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკმა“ მოაწოდა.

აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად,” – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები