მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლში საქორწინო ცერემონიის დროს 60 წლის ქალი გულის შეტევით გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 60 წლის ქალი ცეკვის დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა.
შემთხვევის ადგილას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მივიდა, თუმცა მათ ქალის გადარჩენა ვერ მოახერხეს.