ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან გამართული აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცველებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეზოს ჭიშკარი ჩაკეტეს, რის შედეგადაც აქციის მონაწილეთა ნაწილი ცესკოს ეზოს გარეთ დარჩა, რამაც ხმაური და დაპირისპირება გამოიწვია ძალოვნებსა და აქციის მონაწილეებს შორის. თუმცა, სამართალდამცველებმა მაინც მოახერხეს ჭიშკრის დაკეტვა.
ორად გაყოფილი აქციის მონაწილეებმა ცესკოს ქმედებები ღობეზე ქვების კაკუნით გააპროტესტეს. პროტესტის შედეგად პოლიციამ ჭიშკარი გააღო და აქციის მონაწილეები ეზოში შევიდნენ. ამასთან ცესკოს ეზოში პოლიციელების დამატებითი ძალების მობილიზებაც მოხდა.
ამ წუთებში, აქციის მონაწილეები ხმაურობენ და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს.