მსახიობი ზურა ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ზურას დისშვილი, ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს.
„ყოველდღიურობაში ჩაფლული თვალების ერთი მოხუჭვაა ხოლმე საკმარისი, რომ ეს გაურკვეველი უშენობა შემომასკდეს ტალღასავით.
უსაზღვრო სევდა და ტკივილია, მაგრამ ყველაზე მეტად აღშფოთება და გაკვირვებაა, ყოველ ჯერზე, ეს შეგრძნება.
რანაირად ხდება, რომ აღარ ხარ, დაუჯერებელია“, – წერს ანანო მაისურაძე.